30.09.2024

გაიმარტივეთ მოგზაურობა | Visa Airport Companion

გაიმარტივეთ მოგზაურობა | Visa Airport Companion

ისარგებლეთ საერთაშორისო ბიზნეს ლაუნჯებით მსოფლიოს 1,200-ზე მეტ აეროპორტში. 

2024 წლის 1 ოქტომბრიდან, იცვლება აეროპორტის ლაუნჯებში ვიზიტის პირობები ლიბერთის Visa Infinite / Visa Platinum ბარათების მფლობელებისთვის.

ლიბერთის Visa პრემიუმ ბარათის  მფლობელებს, შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ ლაუნჯების ბენეფიტებით ფიზიკური ბარათის წარდგენის გარეშე Visa Airport Companion მობილური აპლიკაციის საშუალებით. 
 

Visa Airport Companion-ით სარგებლობისათვის საჭიროა:

  1. ჩამოტვირთოთ აპლიკაცია App Store-ის ან  Google Play Store-ის საშუალებით.
  2. დაარეგისტრიროთ  თქვენი Visa Infinite / Visa Platinum ბარათი აპლიკაციაში. 
  3. აირჩიოთ სასურველი ლაუნჯი და დააჭიროთ „Walk in” ღილაკს ლაუნჯამდე მისასვლელად.
  4. დააჭიროთ „Membership” ღილაკს ციფრული წვდომის მისაღებად და წარუდგინოთ QR კოდი ლაუნჯის თანამშრომლებს.
     

2024 წლის 1 ოქტომბრიდან, ლიბერთის Visa Infinite / Visa Platinum ბარათების მფლობელები ლაუნჯში პირველ ვიზიტს მიიღებენ საჩუქრად.  შემდგომი უფასო ვიზიტების რაოდენობა დამოკიდებულია  ვიზიტამდე 35 დღით ადრე ბარათით განხორციელებული  ტრანზაქციების ჯამურ რაოდენობაზე:

  • მინ. 1500 ლარის ხარჯვის შემთხვევაში წლის განმავლობაში, Visa Infinite ბარათის მფლობელები ისარგებლებენ უფასო ულიმიტო ვიზიტით, ხოლო Visa Platinum ბარათის მფლობელები მაქსიმუმ 6-ჯერ. 
  • მინ. 5000 ლარის ხარჯვის შემთხვევაში წლის განმავლობაში, Visa Platinum ბარათის მფლობელები ისარგებლებენ ლაუნჯში ვიზიტის ულიმიტო რაოდენობით.
     

უფასო ვიზიტით სარგებლობისათვის, მნიშვნელოვანია აღნიშნული პირობების დაკმაყოფილება ლაუნჯის ყოველ ვიზიტამდე. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია Visa Airport Companion-ის აპლიკაციაში.

მადლობა, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით. 

ყველა სიახლე

გმადლობთ!

თქვენი მოთხოვნა გაიგზავნა, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით

დახურვა

შეავსეთ მონაცემები

გახდი კლიენტი